|
2021-12-09 12:50:27, 821 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გორში სტუდენტებისთვის Tech პროფესიებზე შეხვედრა გაიმართა
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, "საქართველოს ბანკი" მომავლის პროფესიების პოპულარიზაციას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა Fennec Tech Studio-სთან ერთად გორში შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარ მიზანსაც ტექნოლოგიური პროფესიების უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენა და ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. Tech სფეროს წარმომადგენლებმა მათ საკუთარი კარიერული განვითარების გამოცდილება გაუზიარეს და სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულების პროფესიები მიმოიხილეს. ამასთან, მათ დამსწრეებს მომავლის პროფესიების დაუფლებისათვის სასარგებლო რჩევებიც გაუზიარეს. შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებმა სპიკერებს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს. ღონისძიების დასასრულს კი, შეხვედრაზე მიღებული ცოდნის შესამოწმებლად ინტერაქციული ქვიზი ჩატარდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დასაქმების და განათლების ხელშეწყობაა. უკვე ორი წელია, სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერით ვცდილობთ მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია მომავლის პროფესიების და მათი დაუფლების შესახებ, რათა მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის უკეთ რეალიზება და კარიერული განვითარება. აღნიშნული შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ტექნოლოგიური პროფესიების მქონე, რეალიზებულ, წარმატებულ ადამიანებს და მათგან მიეღოთ სასარგებლო რჩევები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები მიზნისკენ და შექმნან საკუთარი წარმატებული კარიერა ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას დავანახოთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების გამოყენების გზები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა. ინფორმაციისთვის, Fennec Tech Studio ტექნოლოგიებსა და ტექნოლოგიურ პროფესიებზე მიძღვნილი პლატფორმაა, რომელიც მაყურებელს YouTube არხის საშუალებით კარიერული განვითარებისა და ტექნოლოგიების შესახებ ვიდეოებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სთავაზობს
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)