|
2021-12-09 11:35:17, 798 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალმა პუბლიკაცია - „ტურიზმი აღდგენის გზაზე“ გამოაქვეყნა
თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის აღდგენის შესახებ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლა და განახლებული რეპორტი წარადგინა. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. „თიბისი“-ს ცნობით, პუბლიკაციის თანახმად, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა საერთაშორისო ვიზიტების აღდგენას აჭარბებს. 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 2019 წლის დონესთან შედარებით, შემოსავლები - 35%-ით, ვიზიტები კი 21%-ით აღდგა. საერთაშორისო ვიზიტების აღდგენა ყველაზე დაბალია რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ყველაზე მაღალი კი - უკრაინიდან, ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან. „პანდემიამ გავლენა იქონია ტურისტების ქცევაზე: გაჩნდა უფრო ხანგრძლივი დროით მოგზაურობის ტენდენცია. ვიზიტებთან შედარებით შემოსავლების უფრო მეტად აღდგენის ერთ-ერთი ახსნა სწორედ ეს არის. ტურიზმის სექტორში სხვა ტენდენციებიც გამოიკვეთა: ტურისტები მცირე ჯგუფებად მოგზაურობენ და თავს არიდებენ ხალხმრავალ ადგილებს; იზრდება სექტორში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება; იზრდება სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მნიშვნელობა. შიდა ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის აღდგენაში. 2021 წლის მეორე კვარტალში, შიდა ტურიზმი 27%-ით გაიზარდა. სასტუმროებში, რეზიდენტების ხარჯვის თვალსაზრისით, რეგიონებიდან აჭარა და კახეთი ლიდერობენ. რეპორტში წარმოდგენილი სამომავლო პროგნოზების თანახმად, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტებით მიღებული შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით - 80%-ით, დატვირთულობა - 80%-ით, საშუალო დღიური ფასი კი 90%-ით აღდგება. შიდა ტურიზმი 2022 წელსაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. პუბლიკაციაში ტურისტულ სექტორში დასაქმების საკითხი განხილულია როგორც სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. პანდემიის გავლენის შედეგად, 2020 წელს, ტურიზმთან დაკავშირებულ სფეროებში დასაქმებულთა რაოდენობა - 28%-ით, განთავსების საშუალებების სექტორში კი 41%-ით შემცირდა. სამუშაო ადგილების მასიურმა დაკარგვამ და არაპროგნოზირებადმა გარემომ, სექტორის მიმართ უნდობლობა გააჩინა. ინდუსტრიიდან გამოთავისუფლებულმა სამუშაო ძალამ სხვა დარგებში გადაინაცვლა. თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, სასტუმროების 88%-ს კადრის მოსაზიდად სახელფასო დიაპაზონის გაზრდა უწევს. თუმცა, ადამიანური რესურსი ისევ მთავარ გამოწვევად რჩება. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, დასაქმებულთა დეფიციტის მთავარი მიზეზები განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები, ტურიზმის სექტორის არასტაბილურობა და დაბალი ანაზღაურებაა. განათლების მომწოდებლებთან სუსტი თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საგანმანათლებლო პროგრამები სახელდება, რომლებიც არაა თანხვედრაში ბიზნესსექტორის საჭიროებებთან. თიბისი კაპიტალმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი რეკომენდაციებიც გააზიარა, რომელთა თანახმადაც, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და განათლების სექტორს შორის გასაძლიერებელია თანამშრომლობა. ამასთანავე, გასაუმჯობესებელია პროფესიული სასწავლებლების იმიჯი, რაშიც სასკოლო ასაკში პროფესიული ორიენტაციის განვითარება დადებით როლს ითამაშებს. ტურიზმის სექტორის შესახებ თიბისი კაპიტალის განახლებულ კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე", - ვკითხულობთ „თიბისი“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)