|
2021-12-07 10:43:53, 842 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთის“ პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართა
„ლიბერთის“ გენერალური პარტნიორობით გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე Future Agro Challenge გამარჯვებული გამოვლინდა. ტექნოპარკში ჩატარებული კონკურსის ჟიურიმ წლის აგროპრენერად Ozone Georgia (Hydrogen Technology) დამფუძნებელი გიორგი წივწივაძე დაასახელა. Future Agro Challenge-ს მართული მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, „აგროპრენერების”, ფერმერების, მეწარმეების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. დაფინანსებადი საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციების აღმოსაჩენად და გლობალური თანამშრომლობის წასახალისებლად ღონისძიებამ სხვადასხვა ქვეყნის ეკოსისტემის მონაწილეებს უმასპინძლა. „ლიბერთი ულოცავს გამარჯვებულს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრში წარმატებას და წლის აგროპრენერის წოდების მიღებას. Future Agro Challenge Georgia საშუალებას გვაძლევს წარმოვაჩინოთ სიახლეების მაძიებელი ნიჭიერი ადამიანები, ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას და რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ჩვენი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ კი მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებასთან ერთად, მარტივი მომსახურებით აგრობიზნესის განვითარებას, ახალგაზრდების და მათი ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს. განაცხადა Future Agro Challenge Georgia-ს ჟიურის წევრმა, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორის მოადგილე ირაკლი აბაშიძემ. საერთაშორისო შეჯიბრში გამარჯვებულმა ფულად ჯილდოსთან ერთად მიიღო წვდომა მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც საბერძნეთში, 2022 წელს ჩატარდება.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)