|
2021-12-07 10:18:34, 1067 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ოქტომბერში რეალური მშპ-ის ზრდამ, მოლოდინების შესაბამისად, წ/წ 6.9% შეადგინა. ეკონომიკური ზრდის აღნიშნული დინამიკა თანხვედრაშია თიბისი კაპიტალის პროგნოზთან, რომლის მიხედვითაც 2021 წელს რეალური მშპ-ის ზრდა 10.0%-ზე მაღალი იქნება. სექტორების ჭრილში, თითქმის ყველა მიმართულებით გაზრდილი აქტივობა დაფიქსირდა, გარდა მშენებლობისა, რაც სავარაუდოდ ფისკალური ხარჯების შემცირებით იყო გამოწვეული. ამავე დროს, საგარეო შემოდინებების კუთხით, ოქტომბერი ძლიერი თვე იყო, თუმცა იმპორტისა და დაკრედიტების ზრდა შედარებით ზომიერი აღმოჩნდა. გასულ კვირაში გამოქვეყნებული ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელიც ასევე მოლოდინებთან შესაბამისი იყო. ოქტომბერში სეზონურად შესწორებული თ/თ ინფლაციის აჩქარების შემდეგ, ნოემბერში ფასების ზრდა 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იყო. სამომხმარებლო ფასების აღნიშნული დინამიკა, ლარის ბოლოდროინდელ გამყარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების შედარებით შემცირებასთან ერთად, სამომავლოდ დაბალი ინფლაციის არგუმენტია. იმ შემთხვევაში, თუ ლარი მკვეთრად არ გაუფასურდება, საერთაშორისო ბაზრებზე ბრენტის ნავთობის ფასი 85 აშშ დოლარის ფარგლებში იქნება და მომავალი წლის ზრდა, ჩვენი პროგნოზით გათვალისწინებულის მსგავსად, 6.0%-ს შეადგენს, 2022 წლის ბოლოს ინფლაცია სამიზნეზე დაბალ ნიშნულს გაუტოლდება - განახლებული პროგნოზი წინა შეფასებაზე დაბალია, რაც უფრო ძლიერმა ლარმა განაპირობა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დაბალი ინფლაცია თავის მხრივ სუსტი ლარის არგუმენტია, ლირის დამატებითი გაუფასურება და კორონავირუსის ახალი ომიკრონ შტამის გამოჩენა ლარის კორექციის გაზრდილ ალბათობაზე მიუთითებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებიდან მხოლოდ ლირის გაუფასურებას არ არის აუცილებელი რომ ლარის გაუფასურება მოჰყვეს. „თიბისის“ მთავარი ეკონომისტის 6 დეკემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)