2021-12-03 10:34:31, 4349 ნახვა
ომი უკრაინაში
Pfizer-ის ხელმძღვანელი - კოვიდსაწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია მოქალაქეებს კიდევ დიდხანს მოუწევთ
კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელი ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოქალაქეებს ყოველწლიურად, კიდევ დიდხანს მოუწევთ.
აღნიშნულის შესახებ კომპანიის დირექტორმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, „ფაიზერის“ ვაქინები უკვე შეიქმნა კორონავირუსის „ბეტა“ და „დელტა“ ვარიანტების წინააღმდეგ, ახლა კი, კომპანია მუშაობს „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც 100-დღეში იქნება მზად.
ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, გარდა ამისა, ეკონომიკის ტრილიონობით დოლარი გადარჩა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,