18:29 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-01 17:07:50, 799 ნახვა

ეკონომიკა
LUFTHANSA GROUP-ის რეგიონული მენეჯერი - ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ ჩვენი პროდუქტი საქართველოს ბაზარზე მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე LUFTHANSA GROUP-ის ახლად დანიშნულ რეგიონულ მენეჯერ, კარსტენ ცანგს შეხვდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი „ლუფტანზა ჯგუფის“ მიერ განხორციელებულ არაპირდაპირ ინვესტიციებს შეეხო.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც უცხოელი ვიზიტორებისთვის ბევრი სიახლის შეთავაზება შეუძლია და ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებსა და აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი პროდუქტი ქართულ ბაზარზე მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა კარსტენ ცანგმა, რომელიც სექტემბრიდან უკრაინაში, ბელარუსში, თურქმენეთსა და სამხრეთ კავკასიაში „ლუფტანზა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ბაზრისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ ეტაპზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 7-ჯერ პირდაპირ რეგულალურ ფრენებს მიუნხენის მიმართულებით ავიაკომპანია „LUFTHANSA“ ასრულებს, ხოლო დულესდორფის მიმართულებით „ლუფტანზა ჯგუფში“ შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „EUROWINGS“. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, პირდაპირ რეგულარულ რეისებს გერმანიის სამ ქალაქში: ბერლინში, დორტმუნდსა და მემინგენში ავიაკომპანია „WIZZ AIR“ ასრულებს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ გერმანელ ვიზიტორებში ძალიან პოპულარულია ე.წ. „ჰელი სკის“ მიმართულება, რასაც უცხოელ ვიზიტორებს საქართველოს სამთო კურორტები სთავაზობს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ტურიზმის სწრაფად აღდგება და სულ მალე დაუბრუნდება პანდემიანდელ ნიშნულს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ვისაუბრეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელსაც განახლებული აეროპორტი ავიაკომპანიებს სთავაზობს. ასევე, გავაცანით იმერეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალი“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

„ლუფტანზა ჯგუფის“ რეგიონულ მენეჯერთან შეხვედრას საქართველოს აეროპორტების აღმასრულებელი მენეჯერი ანი ჩიქოვანი და ბიზნესგანვითარების მენეჯერი, ვაკო ჭილაშვილი ესწრებოდნენ.ღ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics