|
2021-12-01 14:31:49, 1315 ნახვა
ეკონომიკა
საქართველომ რუსულ კომპანიასთან საარბიტრაჟო დავა წააგო, ქვეყანას $80 მილიონის გადახდა დაეკისრა
საქართველომ რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა წააგო. აღნიშნულ ინფორმაციას მედია ავრცელებს. რუსული ტელეარხის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქართულმა მხარემ კომპანიას კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, რომლის ოდენობაც 80.5 მილიონ დოლარს შეადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველომ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. "სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც "ინტერ რაოს" გარკვეული კომპენსაცია ეკუთვნოდა. ის ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად 80.5 მილიონი აშშ დოლარი განისაზღვრა", – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. რუსული არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გადაიხდის კომპენსაციაცს რუსული მხარის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა, ყადაღა დაედოს მის ანგარიშებს ან ქონებას საზღვარგარეთ. ცნობისთვის, კომპანია "ინტერ რაო" ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია "თელასის" აქციათა 75%–ს. საქართველოს წინააღმდეგ Inter Rao-მ სარჩელი 2017 წელს შეიტანა. კომპანია ქვეყნისგან მოითხოვდა იმ ზარალის ანაზრაურებას, რაც მას ლარის გაუფასურებით მიადგა. Inter Rao საქართველოსგან $125 მილიონს ითხოვდა. Galt & Taggart-ის ენერგეტიკული ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Inter RAO ითხოვს ანაზღაურებას ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალისა, რომლის გათვალისწინებაც არ მოხდა სემეკის მიერ ტარიფის დათვლის დროს.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)