2021-11-26 12:50:36, 901 ნახვა
პოლიტიკა
ანი წითლიძე - ჭიდაობაში პოლიციამ თითიც მომატეხა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდის საკრებულოს შენობიდან გამოყვანისას სამართალდამცველებმა თითი მოტეხეს.
"გამოგვაგდეს და ჭიდაობაში პოლიციამ თითიც მომატეხა. საღოლ ძმებო", - წერს ანა წითლიძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, ზუგდიდისა და ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი 2017 წელს მოწვეულმა საკრებულომ დაამტკიცა. ადგილზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ოპოზიციის წარმომადგენლები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მათ სამართალდამცველებმა ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ამასთანავე, არსებული ინფორმაციი, როგორც ზუგდიდში, ასევე ბათუმში, რამდენიმე პირია დაკავებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,