19:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 10:26:26, 1006 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია და მრჩეველთა საბჭოს რიგით 57-ე სხდომა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, იუნესკოს ეგიდითა და მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით, საქართველოში, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია და მრჩეველთა საბჭოს რიგით 57-ე სხდომა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ზეთისხილის კულტურის გაშენების მხარდაჭერა ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ნაწილია და მას, საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

„სახელმწიფოს თანადაფინანსებითა და ხელშეწყობით, საქართველოში უკვე 1000 ჰა-მდე ფართობზეა ზეთისხილის პლანტაციები გაშენებული. ჩვენი გეგმაა, უახლოეს მომავალში, რამდენიმე ათეული ათასი ჰექტარი ფართობი დავფაროთ ზეთისხილის პლანტაციებით, რაც საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ საექსპორტო შესაძლებლობები. ვფიქრობ, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით, შევძლებთ, აღნიშნული დარგი ქვეყანაში კონკურენტუნარიანი გავხადოთ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა, საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, გიორგი სვანიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის ზეთისხილის ზეთის წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად.

„მისასალმებელია, რომ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო ზეთისხილის შემოსავლის 90%-ს და ვაჭრობის 74%-ს. ამიტომ, ამ ორგანიზაციაში ყოფნა საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მსოფლიო ზეთისხილის საბჭომ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და ჩვენთან ერთად შეიმუშავა სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში ეს დარგი და როგორ უნდა გავიდეს პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა გიორგი სვანიძემ.

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაც გახდა. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიზანია, წვლილი შეიტანოს ზეთისხილის კულტურის განვითარებაში; მათი ორგანიზებით იმართება ფორუმები საერთაშორისო დისკუსიისთვის, რათა გადაიჭრას ნებისმიერი საკითხი, რომელიც ზეთისხილის სექტორს უკავშირდება.

საქართველოსთვის აღნიშნული საერთაშორისო შეხვედრის მასპინძლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ის ზეთისხილის დარგის მიმართულებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიებაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics