2021-11-24 09:32:13, 2073 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში, გასულ კვირაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6%-ით გაიზარდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 7 დღის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის თითქმის 3 597 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიოში, ბოლო ერთ კვირაში, ვირუსს 53,373 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანმო-ს მონაცემებით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 67% სწორედ ევროპაში დაფიქსირდა, რაც გასული კვირის მონაცემებს 11%-ით აღემატება.
ამასთანავე, ჯანმო–ში აცხადებენ, რომ ვირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად კორონავირუსის ე.წ დელტა შტამს უკავშირდება, რომელიც დადასტურებული შემთხვევების თითქმის 99,8%–ს შეადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,