16:43 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-22 22:36:52, 935 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - გვაქვს საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში

გვაქვს საფუძველი რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში", — ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ იმედის ეთერში განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის სასამართლოში არ მიყვანის მიზეზი უსაფრთხოება და რისკი იყო იმის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდებოდა.

მინისტრი ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების რისკი რეალურად განიხილებოდა, რადგან სააკაშვილმა გონება დაკარგა.

"ვინაიდან ის იყო მოშიმშილე პატიმარი და ამ ორი ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია ის შედეგი, რომ ის ვერ იყო გადაყვანილი სასამართლო დარბაზში. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას გაუკეთდა შეთავაზება, რომ სასამართლო პროცესი წარმართულიყო დისტანციურ რეჟიმში და დაცვის მხარის სურვილი არ იყო გამოხატული ამასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, მეორე მხარე ვერაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ სასამართლო პროცესზე ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი წარმოდგენილი დისტანციური ფორმით", — განაცხადა მან, ბრეგაძემ.

ბრეგაძემ მომავალში გასამართ სასამართლო პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების რისკი იქნება მოხსნილი, ის სასამართლო პროცესებზე ფიზიკურად წარსდგება.

"დიახ, როგორც მოგახსენეთ აქ იყო ორი მთვარი ფაქტორი, უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჯამრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მთავარი ამოსავალი პრინციპი და ეს არის საფუძველთა საფუძველი, ვგულისხმობ სხვა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და აქ ჩვენ თეორიული რისკის არსეობასაც ვერ დავუშვებდით. შესაბამისად, როდესაც ეს რისკი იქნება გამორიცხული, როგორც უკვე მოგახსენებთ, სპეციალური პენიტენციალური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში". - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო კონსილიუმის წვერი ექიმი, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძის ინფორმაციით, სააკაშვილის მკურნალობის შედეგი ორშაბათს იქნება ცნობილი ხოლო მოსამართლის გადაწყვეტილებით, შემდეგი სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს 11:00 საათზე გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics