2021-11-22 15:06:09, 2274 ნახვა
ომი უკრაინაში
NYT - 7 დღის მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე კოვიდით სიკვდილიანობით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა
New York Times-ის მონაცემებით, ბოლო 7 დღის განმავლობაში, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
გამოცემის მიხედვით, საშუალო სიკვდილიანობა საქართველოში 74,7-ია, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 2,01 გამოდის.
ცხრილში საქართველოს შემდეგ ბულგარეთი, მოლდოვა, უკრაინა და ხორვატიაა.
ცნობისთვის ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 55 პაციენტი გარდაიცვალა. გასული დღე–ღამის განმავლობაში კი 5 530 პირი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,