17:25 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-22 11:24:09, 672 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ონლაინ კაზინოებისთვის პირველ ეტაპზე გადასახადების გაზრდას, მეორე ეტაპზე კი მათ აკრძალვას გეგმავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის ინიციატივით, პირველ ეტაპზე ონლაინ-კაზინოებისთვის გაიზარდოს გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და დაწესებული ასაკობრივი ზღვარი 25-წლამდე გაიზარდოს, მეორე ეტაპზე კი, ონლაინ-კაზინოები აიკრძალოს. 

„მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ამ ონლაინ-კაზინოების მეშვეობით, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდები ყოველ დღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს მილიარდ ხუთას მილიონ ლარს. პირველ ეტაპზე, ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა, ბატონი მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური კომპანიებია და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში და აქედან, დიდი ნაწილი, 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, რომლებიც არ მუშაობენ, ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე აიწიოს ბარიერი და მეორე ეტაპზე, საერთოდ უნდა აიგრძძალოს ონლაინ კაზინოები", - აცხადებს ღარიბაშვილი.

ამასთანავე, პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ონლაინ კაზინოებს გარკვეულწილად უკავშირდება ნარკომანიაც და გამოვიდა ინიციატივით, გამკაცცრდეს ფქისოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც.

„ამას უკავშირდება ნარკომანია და ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში, რასაც ჰქვია ნარკომანია და ვიცი, რომ ბოლო პერიოდში მოგეხსენებათ, საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ახალგაზრდები, ნაცცვლად იმისა დასაქმდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშავონ, დაკავებულები არიან ამ მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ, უნდა გამკაცრდეს მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც, ამის თაობაზე გვექნება დამატებით სსაუბარი და მე პირადად, გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მხარდაჭერით რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „ქართული თეატრის ამბავი ანუ...“ გაიმართა
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics