2021-11-20 12:46:23, 2116 ნახვა
ომი უკრაინაში
პანდემიასთან საბრძოლველად, აშშ-მ საქართველოს $300000-ზე მეტი ღირებულების სპეციალური აღჭურვილობა გადასცა
პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი მედიცინის პროფესიონალების დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.
აღჭურვილობის გადაცემა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა.
აშშ-ის საელჩოს ცნობით, საქართველოს გადაეცა:
2 სამაცივრე ავტომობილი ($160 000)
20 000 შპრიცი ვაქცინირებისთვის ($74 983.94)
100 ცივი შენახვის ყუთი ($42 640)
130 ტემპერატურის მონაცემთა აღმრიცხველი ($22 006)
220 შპრიცის უსაფრთხოების ყუთი ($10 353.20)
ავტორი: ექსპრესნიუსი,