14:50 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 22:48:44, 897 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა შიმშილობა შეწყვიტა

პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა შიმშილობა შეწყვიტა. ისინი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში 5 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. 

"მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე ეს არის წარმატება, რომელიც მოიტანა იმ პრინციპულობამ, შემართებამ, შეუპოვრობამ, რაც მთელმა საზოგადოებამ, მთელმა საქართველომ გამოიჩინა", — განაცხადა აკო მინაშვილმა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანაზე თანახმაა. სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ის შიმშილობას კლინიკაში გადაყვანისთანავე შეწყვეტს. უკვე 50-ე დღეა, რაც სააკაშვილს შიმშილობა აქვს გამოცხადებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics