14:50 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 19:03:08, 978 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - მივესალმები სააკაშვილის გადაყვანის გეგმას, დღევანდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიესალმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით.

როგორ ზურაბიშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანი და სწორია ოპოზიციის მზაობა, არგამართოს საპროტეტსო აქციები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს. 

"მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც აკმაყოფილებას ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით.

ამდენად, ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას, რომელსაც წინასწარ დაეთანხმა თვით, ყოფილი პრეზიდენტი და განაცხადა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას მულტიპროფილურ კლინკიკაში გადაყვანის შემთხვევაში.

მივესალმები ასევე, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანი და სწორია ოპოზიციის მზაობა არ გამართოს საპროტესტო აქციები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე, ზოგი პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ.

დღევენდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს", - აცხადებს პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics