|
2021-11-19 10:28:16, 716 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული კვების ობიექტების განთავსების მიზნით ქართულ ბრენდებს იწვევს
ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ახალი და აღდგენილი მიმართულებების მატებასთან ერთად, ახალი სერვისებიც ემატება. საერთაშორისო ბრენდების შემოყვანის, პროდუქტებისა და მომსახურების დივერსიფიკაციის პარალელურად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამჯერად, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ქართულ კერძებზე ორიენტირებულ კვების ობიექტებს იწვევს. ,,ვმუშაობთ კონკრეტულ პროექტზე, რაც გულისხმობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ქართული სამზარეულო. ეს ნიშა ჯერჯერობით შესავსებია და ვიწვევთ დაინტერესებულ კომპანიებს თანამშრომლობისათვის. უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, უმნიშვნელოვანესია სწორედ ქართული სამზარეულოს დაგემოვნება, განსაკუთრებით კი იმერეთის რეგიონში. აეროპორტი ჩვენი ქვეყნის სახეა, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რითიც ვამაყობთ შესაბამისად და სათანადოდ იყოს წარმოდგენილი - ეს არის მგზავრის პირველი და ბოლო შთაბეჭდილება ჩვენი ქვეყნის შესახებ. შესაბამისად, კომერციული ფართების დაგეგმარების პროცესში ეს ხედვა გათვალისწინებული იქნება. ამ ეტაპზე, სპეციალურად ქართული ბრენდებისთვის აეროპორტის ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, როგორც საპასპორტო კონტროლამდე - ულამაზეს ტერასასთან, ასევე საპასპორტო კონტროლის შემდგეგ გვაქვს გამოყოფილი ფართები საკვები ობიექტისთვის. აღნიშნული ორი ფართის გაერთიანება, ბიზნესისთვის ხელმისაწვდომ ფასად, ობიექტების ოპერატორს საშუალებას მისცემს მომხმარებელს, რომელიც ამ შემთხვევაში იქნება არამხოლოდ მგზავრი, არამედ დამხვედრიც და გამცილებელიც, მისი პროდუქტი შესთავაზოს ტერმინალის 2 ყველაზე დატვირთულ და ცხელ წერტილში“,-აცხადებს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე. მისი თქმით, აეროპორტების გაერთიანება ცდილობს, რაც შეიძლება მეტად დივერსიფიცირებული პროდუქცია თუ სერვისი შესთავაზოს ქუთაისის აეროპორტის მგზავრს, ასევე, ხელი შეუწყოს ქართული კომპანიების აეროპორტში მაქსიმალურად წარმოჩენას. მსგავსი მიდგომა კომპანიის ხედვით გააძლიერებს არამხოლოდ აეროპროტის შეთავაზებას, არამედ არის შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის გააფართოვონ მოცვის არეალი და გაზარდონ ბრენდის ცნობადობა. აეროპორტში ოპერირებით დაინტერესებული კომპანია უნდა წარმოადგენდეს ქართულ ბრენდს და გააჩნდეს ამ მიმართულებით ოპერირების გამოცდილება. ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში 2 კვების ობიექტი - ბასკინ რობინსი და კოფისტა ოპერირებს, ხოლო წლის ბოლომდე მგზავრებს დამატებით სამი ბრენდი: დანკინი, სმარტი და მეამა მოემსახურება. დაინტერესებულმა პირებმა კომპანიას შეუძლიათ მიმართონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: business@airports.ge
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)