14:54 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 23:33:12, 725 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - მიხეილ სააკაშვილი ახლა კარგადაა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ გლდანის ციხის საავადმყოფოს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი ახლა კარგადაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"იყოჩაღეს ექიმებმა და განსაკუთრებით უნდა ავღნიშნო, შეიძლება გაგიკვირდეთ, ქალბატონი [თამთა] დემურიშვილი. პირდაპირი მნიშვნელობით, ამ ადამიანებსაც რატომ ზაფრავენ და მუდმივ სტრესში ამყოიფებენ, გაუგებარია. 

თავიდანვე, რომ შემოვიდა, წამოსვლას ვაპირებდით, რომ ზედმეტი ენერგია არ დაეხარჯა ჩვენზე. დილიდანაც ცუდად იყო... ლაპარაკი უჭირდა. თავის დაჭერა უჭირდა.

რომ გამოვდიოდით ადგა, გაყავდა ბადრაგს და მოწყვეტით წაიქცა. მოვიდნენ ექიმები, აიყვანეს და რამდნეიმე წუთში მეც ამიყვანეს. გაუგებარი ფერი აქვს. როგორც კი სისტემა დაუყენეს ფერზეც მოვიდა. ქვემოთ, როცა წაიქცა ფერზე არ იყო. ისეთი მოძრაობები იყო, რომ ჩავთვალე ინსულტი იყო, ან მსგავსი. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის. ამჟამად ის რეანიმაციაშია და ყველა ექიმი ადგილზეა. აკეთებენ მაქსიმუმს თავის შესაძლებლობების", - უთხრა გვარამიამ ჟურნალისტებს.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics