22:58 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 13:28:47, 712 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - ვხედავთ, რომ ბევრი რეფორმა საქართველოში იმედისმომცემია

ვხედავთ, რომ ბევრი რეფორმა საქართველოში იმედისმომცემია - განსაკუთრებით, ადამიანური კაპიტალის განვითარება და ფორმირება, ასევე, ისეთი სტრუქტურული საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მწვანე და ციფრული ეკონომიკური აღდგენა - ამის შესახებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ანა ბიერდემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკი პოზიტიურად აფასებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური აღდგენის პროცესს.

„საქართველოში ბოლოს ზაფხულში ვიმყოფებოდი და მოხარული ვარ, რომ დღესაც მქონდა საშუალება მინისტრთან ერთად მიმოგვეხილა ჩვენი თანამშრომლობა. საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებთ. ვაკვირდებით და დიდად ვაფასებთ 2021 წელს საქართველოში დაფიქსირებულ ძალიან ძლიერ ეკონომიკურ აღდგენას, რომელიც ნამდვილად რთულ 2020 წელს მოჰყვა. განვიხილეთ სამომავლო გამოწვევები, რომლებიც არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობითა და ინფიცირების ახალი შემთხვევებით არის განპირობებული. ვისაუბრეთ მთავრობის რეაგირებაზე, ვაქცინაციის მაჩვენებლის მატებაზე, ასევე, მოსახლეობის დაცვის მიზნით ჩატარებული იმუნიზაციის სხვა მასტიმულირებელ ფაქტორებსა და მექანიზმებზე. შეხვედრაზე, ასევე, ვისაუბრეთ  ეკონომიკურ საკითხებზე. მთელი მსოფლიოს წინაშე დგას ის გამოწვევები, რაც მზარდ ინფლაციას და მისგან მომდინარე ეფექტს გულისხმობს ეკონომიკასა და მოსახლეობაზე. საუბარი შეეხო, ასევე, სამომავლო რეფორმების პროგრამას, რომლის მხარდაჭერასაც მოუთმენლად ელის მსოფლიო ბანკი", - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ანა ბიერდემ.

მან დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, გააგრძელოს ქვეყნის მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics