22:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 21:23:57, 947 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “კატაპულტ ჯორჯიას” შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “კატაპულტ ჯორჯიას” შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. 

ხელშეკრულების თანახმად “Catapult Georgia” ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს, ხოლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება ფონდში წარმოდგენილი.

როგორც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  ამით ხელი შეეწყობა ქართული სტარტაპების სწრაფ წინსვლას გლობალურ ბაზრებზე. სილიკონის ველის ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული ფონდის, „Catapult Ventures“-ის წარმომადგენლობის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა.

„კატაპულტის“ დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, ჯონათან თაუერმა დამსწრე აუდიტორიას ფონდის გეგმები გააცნო. ფონდი ქართულ სტარტაპებს ადრეული ეტაპის დაფინანსებაში დაეხმარება, ისევე, როგორც მსხვილი ამერიკელი ინვეტორების მოზიდვასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში.

" „კატაპულტი“ არის ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელიც სპეციალიზირებულია სილიკონის ველის გარეთ განვითარებად ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. მათ ინვესტირება 100-ზე მეტ კომპანიაში განახორციელესს. ფონდის მმართველმა პარტნიორმა, ჯონათან თაუერის ინვესტიციებმა 7 მილიარდ დოლარზე მეტი უკუგება გამოიწვია, მათ შორის ადრეული ინვესტიცია „Jet.com“-ში (შეიძინა Walmart-მა $3,5 მილიარდად), „Dollar Shave Club“-ში (შეიძინა Unilever-მა $1 მილიარდად), „Freshly“-ში (შეიძინა „Nestle“-მ $1,5 მილიარდად) „IfOnly“-ში (შეძენილია „Mastercard“-ის მიერ) „MapR Technologies“-ში (შეძენილია „HP“-ის მიერ) და მრავალი სხვა.

ჯონათანის სხვა მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოიცავს „Madison Reed“, „Qumulo“, „InsideView“, „Price.com“, „Zenplace“, „Kanler“, „Joy“, „Manufactured.Net“, „BillFloat“ და ბევრ სხვა კომპანიას, რომლებიც გახდნენ ბაზრის ლიდერები. „Catapult Ventures“-ის პარტნიორები საქართველოში არიან “სტარტაპ გრაინდ თბილისი” და „US Market Access Center“.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ასევე ინვესტორები, ბიზნეს ასოციაციებისა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოდან."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics