|
2021-11-16 20:31:27, 899 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის ციხესთან მივიდა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის მე-18 დაწესებულებაში მივიდა, იგი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას უნდა გაეცნოს. როგორც ომბუდსმენმა, საპყროილეში შესვლამდე განაცხადა, ექსპერტთა ჯგუფი შეაფასებს სამედიცინო ინსფრასტრუქტურას და ყველა იმ პირობას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კლინიკა, რათა დაცული იყოს ექსპრეზიდენტის უსაფრთხოება. "ჩვენ აქ მოვედით საღამოს ექსპერტებთან ერთად და როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ვიზიტის მიზანი არის რომ ჩვენმა სამედიცინო ექსპერტებმა შეაფასონ პატიმარ და პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, გაეცნონ იქ არსებულ სამედიცინო ინფრასტრუქტურას, იმისათვის, რომ წარმოგვიდგინონ მათი ექსპერტული მოსაზრებები. არსებობს თუ არა ის სამედიცინო აღჭურვილობა თუ პირობები ადგილზე რაც ამ ტიპის პაციენტისთვის იქნებოდა მკურნალობის ადეკვატური და ეფექტური საშუალება. ასევე არამხოლოდ შიმშილობის გაგრძელების, არამედ შიმშილობის შეწყვეტის პერიოდში შესაძლებელია თუ არა ადგილზე გაეწიოს ადეკვატური მკურნალობა ისე რომ დაცული იყოს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როგორც ამას ითხოვს სტრასბურგის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში, - ამბობს ნინო ლომჯარია. მისივე თქმით, სახლხო დამცველი შეუფერხებლად უნდა შედიოდეს პატიმართან დღე-რამის ნებისმიერ მონაკვეთში. „როგორც ვიცით, არაერთგზის გამოვუცხადე საჯარო ნდობა სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის შემადგენლობას, თუმცა, იმის გამო, რომ 7 დღეა, რაც გადმოყვანილია მიხეილ სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში და ამ ხნის განმავლობაში ვერ უზრუნველყო კონსილიუმის შესვლა და იქ მუშაობა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახალხო დამცველმა, მანდატის ფარგლებში, შექმნას ექსპერტთა ჯგუფი იმისათვის, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის მათ მოამზადონ ექსპერტული სამედიცინო დასკვნა. ისინი შევლენ ჩემი რწმუნების საფუძველზე, არანაირი ბიუროკრატიული თუ სხვა ტიპის ბარიერის შექმნა მათთვის არ შეიძლება, ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად უნდა შევიდეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი. სახალხო დამცველი არასდროს არ იღებს თანხმობას სამინისტროსგან, ან პენიტენციური სამსახურიდან, შევიდეს ციხეში. ჩვენ ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად უნდა მოგვეცეს საშუალება შევიდეთ და ვნახოთ პატიმარი, დღის და ღამის რა მონაკვეთიც არ უნდა იყოს და რა ტიპის ციხეც არ უნდა იყოს.
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
მაუწყებლებს, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვება არ აქვთ, უცხოური დაფინანსების მიღება აღარ აეკრძალებათ
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)