|
2021-11-16 17:56:12, 891 ნახვა
პოლიტიკა
სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
2021 წლის 10 ნოემბერს სასამართლომ გადაწყვიტილების მიხედვით, , საქართველოს მთავრობამ 39-ე მუხლის შესაბამისად უნდა აცნობოს მომჩივნის (მიხეილ სააკაშვილი) ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასამართლოს, უზრუნველყოს მისი ციხეში უსაფრთხოებასა და შიმშილობის შემდგომ პერიოდში მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა. -ამის შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებასია ნათქვამი. მათივე ცნობით, საჩივარი ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 10 ნოემბერს შევიდა „სააკაშვილი სასჯელს იხდის 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან, თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი რამდენიმე დანაშაულისთვის. იგი მიიჩნევს, რომ ბრალდებები არის „პოლიტიკურად მოტივირებული“ და მას შემდეგ შიმშილობს, ამ მოთხოვნის მიღების დროისთვის, სულ 41 დღე. მას ორჯერ ჩაუტარდა გამოკვლევა სამედიცინო კონსილიუმის მიერ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ის შიმშილობს, ღებულობს მხოლოდ სითხეებს, ვიტამინებს და დაკარგა სხეულის მასის 10%, თუმცა მისი ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული გაუარესება არ დაფიქსირებულა. სააკაშვილმა სასამართლოსგან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ მოთხოვნა უარყვეს. სააკაშვილი ამტკიცებდა, ხელისუფლებამ არ გადასცა სამედიცინო ბარათი, რომ ციხის საავადმყოფო არ იყო სათანადოდ აღჭურვილი მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და იქ მისი უსაფრთხოება ვერ იქნება გარანტირებული. ამგვარად, მან მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) მუხლებზე დაყრდნობით მოითხოვა მულტიფუნქციურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, რასაც რეკომენდაციას უწევს სამედიცინო საბჭო, საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველები. საჩივარი ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 10 ნოემბერს შევიდა“, – ნათქვამია განცხადებაში. სასამართლოს განცხადების მიხედვით, მათ მოუწოდეს მიხეილ სააკაშვილს შეწყვიტა შიმშილობა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია დროებითი ზომები, რომელიც შესაძლოა სახელმწიფოს დაეკსიროს.აღნიშნული ზომები, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი. „სასამართლომ მოუწოდა განმცხადებელს შეეწყვიტა შიმშილობა. მან ასევე შესთავაზა მხარეებს წარადგინონ წარმომადგელები ორ კვირაში (2021 წლის 24 ნოემბრამდე). სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესით განსაზღვრული ზომები მიიღება სასამართლოს განხილვამდე და არ განაპირობებს შემდგომ გადაწყვეტილებებს საქმის დასაშვებობასა თუ არსებითად საქმეზე. სასამართლო მსგავს თხოვნებს აკმაყოფილებს ბოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც აპლიკანტი სხვა შემთხვევაში დადგება გამოუსწორებელი ზიანის მიღების რეალური საფრთხის წინაშე“ - აღნიშნულია განცხადებაში.
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
მაუწყებლებს, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვება არ აქვთ, უცხოური დაფინანსების მიღება აღარ აეკრძალებათ
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)