|
2021-11-16 17:30:51, 763 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი - მიუხედავად ტურიზმის არასრული აღდგენისა, წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მაინც გაუმჯობესდა
მიუხედავად ტურიზმის არასრული აღდგენისა, წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მაინც გაუმჯობესდა - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას. როგორც მან აღნიშნა, პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დააზიანა. „ჩვენს ეკონომიკაში ტურიზმის მაღალი წილი იყო მიზეზი იმისა, რომ პანდემიის გავლენა ერთ-ერთი მაღალი გვქონდა რეგიონში. გასულ წელს, მარტის შემდგომ თითქმის განულდა ტურისტული ვიზიტები, რაც საკმაოდ მძიმე დარტყმა იყო სექტორისთვის. მიმდინარე წელს, გაზაფხულიდან მოყოლებული ეტაპობრივად ხდება ტურიზმის აღდგენა და ივლისის თვიდან ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის 50 პროცენტს აჭარბებს. წლის დასაწყისის დაბალი ტემპის გათვალისწინებით, 2021 წელს ტურიზმიდან ეკონომიკაში მიღებული შემოსავლები 2019 წლის მესამედს მიაღწევს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, სწრაფი აღდგენა ფიქსირდება საგარეო ვაჭრობაშიც. მაღალი ტემპებით იზრდება ფულადი გზავნილებიც და 2019 წლის მაჩვენებელს 40 პროცენტით აღემატება. ინფლაციაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მაღალი ინფლაცია პანდემიის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად შენარჩუნებული ეკონომიკური პრობლემაა მთელ მსოფლიოში. „უმეტესწილად ჩვენი ორნიშნა ინფლაცია ერთჯერადი ფაქტორებითაა გამოწვეული. მომდევნო წლის მარტიდან, ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის პარალელურად, ჩვენ ველით ინფლაციის მაჩვენებლის ეტაპობრივ კლებას და წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)