2021-11-16 01:39:12, 754 ნახვა
პოლიტიკა
ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილთან ციხეში არ შეუშვეს
ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყოფშიძე მის სანახავად ციხეში არ შეუშვეს. ყიფშიძის თქმით, მისთვის სააკაშვილის ნახვაზე უარის თქმის ზუსტი მიზეზი არ უთქვამთ.
"მითხრეს, მობრძანდით ხვალ. მიზეზს არ მეუბნებიან. [ხვალ] თუ შემიშვებენ, შევალ. აგერ არის ქალბატონი თინა, იყო შესული. მას არ უშვებდნენ გარეთ, მე არ მიშვებდნენ შიგნით. უკვე შეიძლება ეჭვიანობა დავიწყო, რადგან მე გუშინ უნდა შევსულიყავი უკან კონსილიუმთან ერთად, იმიტომ, რომ ბატონი პრეზიდენტი ვნახე ზუსტად 5 წუთი. იმიტომ ვნახე 5 წუთი, რომ ვუთხარი ახლა გავალ და შემოვალ კონსილიუმთან ერთად, მაგრამ ეს არ მოხდა, როგორც ნახეთ", — განაცხადა ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,