|
2021-11-15 20:33:05, 805 ნახვა
პოლიტიკა
DRI - ხელისუფლებას აქვს შეკრებებით გამოწვეული დისკომფორტის თმენის ვალდებულება
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) შსს განცხადებას 2021 წლის 15 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სანქციების გამოყენებაზე ეხმაურება . როგორც,DRI აღნიშნავს, განცხადება მსუსხავი ეფექტის მატარებელია სამოქალაქო მშვიდობიანი პროტესტის მიმართ და საჯარო უწყებების უკიდურეს მიკერძოებაზე მიუთითებს. "2021 წლის 14 ნოემბერს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მეტრო ავლაბართან, საპროტესტო მსვლელობა დააანონსა. პარტიის განცხადებით, შეკრების შემდეგ მოეწყობოდა მსვლელობა და გადაიკეტებოდა საავტომობილო მოძრაობა მტკვრის ორივე სანაპიროზე. საპასუხოდ, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რითაც აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები სსკ-ის 226-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების შესაძლებლობაზე გააფრთხილა. DRI განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების საპირისპიროდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი სისტემურად უნდა იქნეს განმარტებული რელევანტურ ნორმატიულ აქტებთან ერთად და არა განცალკევებით, მათგან დამოუკიდებლად. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, საჯარო სივრცეში გამართული ნებისმიერი დემონსტრაცია გარდაუვალად გამოიწვევს ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმის, მათ შორის, მოძრაობის შეფერხებას და მშვიდობიანი შეკრების მიერ გამოწვეული დისკომფორტის თმენის ვალდებულება პირდაპირ გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებიდან. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, დემონსტრანტებს უფლება აქვთ, წინასწარ შეტყობინების და ნებართვის გარეშე შეიკრიბონ პროტესტისათვის, რაც ავტომატურად არ მიუთითებს დემონსტრაციის „კანონსაწინააღმდეგო“ ხასიათზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება შინაარსს დაკარგავდა. აქციის მონაწილეებს ასევე უფლება აქვთ, სრულად ან ნაწილობრივ გადაკეტონ ტრანსპორტის სავალი ნაწილი, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია. ტრანსპორტის სავალი ნაწილის სრული ან ნაწილობრივი გადაკეტვა ავტომატურად არ წარმოადგენს დემონსტრაციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოყენების საფუძველს. ცალკეულ შემთხვევებში, მითითებული ქმედებების განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართლებრივი და არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი შენიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოკიდებულება ასეთი კატეგორიული არ ყოფილა სიძულვილის ჯგუფების მიერ ორგანიზებული, მათ შორის, ძალადობრივი აქციების მიმართ, რომლებიც ასევე წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე იყო დაანონსებული (პოლიციის უმოქმედობა 2021 წლის 5-6 ივლისს). შინაგან საქმეთა სამინისტროს არც 2020 წლის 29 ოქტომბერს გაუტარებია კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები პარტია „ქართული მარშის” მიერ თბილისის შემოსასვლელთან გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით, რომლის მიზანს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისათვის თბილისში შესვლისა და რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვის შესაძლებლობის შეზღუდვა წარმოადგენდა. ვინაიდან უკანასკნელ პერიოდში კრიტიკულ ნიშნულს აღწევს სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზება და კანონმდებლობის შერჩევითი გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დარჩნენ კონსტიტუციის ფარგლებში და პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრებების თავისუფლებას."- ნათქვამია განცხადებაში.
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)