|
2021-11-15 16:16:37, 896 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა იმპორტის ჩანაცვლებასა და ექსპორტის წახალისებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების შედეგია
„ჩვენმა პოლიტიკამ უკვე გამოიღო პირველი შედეგები, რომელიც ორიენტირებულია იმპორტის ჩანაცვლებასა და ექსპორტის წახალისებაზე - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი არის გაზრდილი 31.4 პროცენტით, რაც საკმაოდ მაღალი ზრდაა 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, თუმცა, თუ შევადარებთ 2019 წლის ოქტომბერს ანუ პანდემიამდელ პერიოდს, აქაც ზრდა თითქმის 29 პროცენტია. ჩვენი პოლიტიკის შედეგია, რომ ექსპორტი გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე იმპორტი და დარწმუნებული ვართ, რომ წლევანდელი წელი დასრულდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდით" - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა. „საქსტატის" ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 31.4 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 411.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ოქტომბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის ოქტომბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს (2021 წლის ოქტომბრის ექსპორტი 2019 წლის ოქტომბრის ექსპორტს 91.5 მლნ. აშშ. დოლარით, 28.6%-ით აღემატება). ექსპორტის მსგავსი დინამიკა ნათლად მიანიშნებს ეკონომიკის გაჯანსაღებასა და მიმდინარე ტენდენციების გაუმჯობესებაზე. „მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც ექსპორტის ზრდამ სერიოზულად გადააჭარბა იმპორტის ზრდას. მთლიანობაში, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება, იზრდება მთლიანად საგარეო-სავაჭრო ბრუნვა, მისი ორივე კომპონენტი - როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი, თუმცა, ექსპორტის წინმსწრები ზრდა გვაქვს ანუ თუ ექსპორტი გაიზარდა 31. 4 პროცენტით, იმპორტის ზრდა არის მხოლოდ 24 პროცენტი. ზოგადად, ექსპორტის ზრდა ეს არის დიდი კონტრიბუცია მთლიანად ეკონომიკურ ზრდაში და როგორც აქამდეც მოგახსენებდით, გვაქვს მოლოდინი, რომ 2021 წელი დასრულდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდით" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)