|
2021-11-15 11:50:32, 639 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უკრაინის სახალხო დამცველი ჩამოვიდა
მიხეილ სააკაშვილმა გამომიგზავნა წერილი, სურს, რომ მოვინახულო, ამის გამო ჩამოვედი საქართველოში, - ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა, ლიუდმილა დენისოვამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჟურნალისტებთან საურისას განაცხადა „მიხეილ სააკაშვილმა გამომიგზავნა წერილი და სურს, რომ მე ის მოვინახულო, ამის გამო ჩამოვედი. ჩვენ გავაგზავნეთ ყველა საჭირო დოკუმენტი, წერილი იუსტიციის მინისტრთან, ასევე საჭირო უწყებებში და ველით პასუხს, რომ ხვალ შევძლოთ მიხეილ სააკაშვილის მონახულება, ჯერ კიდევ არ ვიცით წერილზე პასუხი“, - აცხადებს სახალხო დამცველი. როგორც დენისოვა აღნიშნავს, მისი მიზანია გაარკვიოს, თუ როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 46-ე დღეს. „მე უნდა გავარკვიო, უნდა ავიღო ზუსტი ინფორმაცია, ასევე ექიმებისგან და ადვოკატებისგან მივიღო ცნობები, მაინტერესებს, რამდენად მძიმეა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 46-ე დღეს. ძალიან ვწუხვართ, რომ უკრაინის მოქალაქე იმყოფება ასეთ პირობებში“, - აცხადებს ომბუდსმენი. უკრაინის სახალხო დამცველი პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვებულ კადრებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება წამება და არაადამიანური მოპყრობა. „ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა, რაც ვნახეთ, ეს არის მისი უფლებების დარღვეა, ადამიანს გააჩნია სიცოცხლის უფლება, რომლის შებღავლაც ხდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი ძალიან მძიმე შედეგით დასრულდეს“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)