2021-11-13 14:29:08, 674 ნახვა
პოლიტიკა
მაიკლ გალერი – კვლავ შეშფოთებულები ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების გამო
ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, მაიკლ გალერი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის პირობებით კვლავ სერიოზულად შეშფოთებულია.
გალერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ექს–პრეზიდენტს უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში.
"ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების გამო. მას უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში", - წერს გალერი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,