22:39 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 12:22:45, 590 ნახვა

პოლიტიკა
ანა ფოტიგა – სააკაშვილთან მიმართებაში ძალიან შეშფოთებული ვარ, ჩემი მიზანია, შევხვდე ექს–პრეზიდენტს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანია ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა.

როგორც ის აღნიშნავს, სააკაშვილთან მიმართებაში ძალიან შეშფოთბულია, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

ევროპარლამენტარმა ციხეში შესასვლელად შესაბამისი განაცხადი უკვე შეიტანა და ნებართვას ელოდება. 

"მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით და ჩემი ერთ-ერთი მთავარია მიზანია, რომ შევხვდე მესამე პრეზიდენტს ციხის საავადმყოფოში. განაცხადი უკვე შევიტანე და იმედი მაქვს, რომ დამიშვებენ. მე აქ ვარ იმისთვის, რომ საქართველოს გვერდით ვიდგე.

ჩემი ქმედებები საერთაშორისო არენაზე ყოველთვის იყო საქართველოს მხარდაჭერა, იქნებოდა ეს ნატოსთან თუ ევროკავშირთან მიმართებაში, როგორც იცით წელიწად-ნახევრის წინ მე ვიყავი დანიშნული იენს სტოლტენბერგის მიერ ერთ-ერთ ექსპერტად, რომელმაც ნატოს მომავალზე უნდა იმსჯელოს და მინდა ვთქვა, რომ ყველა მიმართულებით საქართველოს კარგი მომავალი აქვს. იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწევენ ევრო-ატლანტიკურ საკითხზე, რადგან ბევრია დამოკიდებული თქვენ უნარზე, გაერთიანდეთ საერთო მიზნის გარშემო. სააკაშვილთან მიმართებაში ძალიან შეშფოთებული ვარ, თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან აქ მხოლოდ იმისთვის ჩამოვედი, რომ მას შევხვდე", – განაცხადა ანა ფოტიგამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics