01:15 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-09 11:42:15, 524 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელიამ დღეს, პარლამენტთან, 19:00 საათზე მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს, პარლამენტის წინ, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია დააანონსა.

მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში.

"დღეს რუსთაველის გამზირზე, 7 საათზე, პარლამენტთან ვიკრიბებით. მნიშვნელოვანია არდაღლა, ბრძოლა ორგანიზებულად, თავმიმდევრულად. ვიცი, რომ ბევრმა თქვენგანმა გაათენა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ 7 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შევიკრიბოთ". – მოუწოდა ნიკა მელიამ მხარდამჭერებს.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. ექსპრეზიდენტის მონახულება თავდაპირველად მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეძლო, მოგვიანებით კი თავად ომბუდსმენმა.

აპარატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს.

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics