02:09 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-09 09:38:45, 498 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია დღეს, 10:00 საათიდან საპროტესტო აქციების დაბატებით წერტილებში გაშლას აანონსებს

ოპოზიცია დღეს, 10:00 საათიდან საპროტესტო აქციების დამატებით წერტილებში გაშლას აანონსებს, – აღნიშნულის შესახებ ენმ–ის ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტი იქნება უწყვეტი.

„9 ნოემბერს, დილის 10:00 საათზე დამატებით წერტილებში გავშლით აქციებს. აქცია გაიმართება იუსტიციის სამინისტროსთან, იქ, ვისი ვალდებულებაცაა, რომ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც ახლა ჰყავთ. ასე ეტაპობრივად აზვირთდება პროტესტი. ნერვების ომიც მოსაგებია. არანაირი სახლი, დღეიდან სახლი და ოჯახი თავისუფლების მოედანია“, - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ გუშინ საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე გამართა, საიდანაც აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს და მოახდინეს შენობის შესასვლელის ბლოკირება. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებშიც იმყოფებიან.

ცნობისთვის, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გუშინ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, გადაყვანილი იყოს მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics