|
2021-11-08 18:11:23, 736 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - კოვიდ-პასპორტების შედეგად გვექნება საშუალება, რესტორნების სამუშაო საათებთან დაკავშირებული შეზღუდვები შევამსუბუქოთ
„კოვიდ-პასპორტების სისტემის სარესტორნე ბიზნესებზე გავრცელება იმედს მაძლევს, რომ მომავალში, როდესაც დავრწმუნდებით, ახალი სისტემა სწორად მუშაობს, სწორად მიმდინარეობს კონტროლი და არ ხდება მისთვის თავის არიდება, საშუალება გვექნება, რესტორნების სამუშაო საათებთან დაკავშირებული შეზღუდვები შევამსუბუქოთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი2"-ს ეთერში საუბრისას. ნათია თურნავას განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილება კოვიდ-პასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით საშუალებას იძლევა, რომ მომავალში ბიზნესს კიდევ უფრო მეტად შეუმსუბუქდეს არსებული შეზღუდვები. მინისტრის თქმით, ასეთ შემთხვევაში საათობრივი შეზღუდვა აზრს დაკარგავს, თუმცა, ეს არ მოხდება ერთდროულად. „ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ახალი სისტემა, რომელიც შემოგვაქვს, მართლაც მუშაობს და ყველა კეთილსინდისიერად იცავს მას. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან თავად ინდუსტრია იყო ძალიან მონდომებული. როდესაც ამაში დავრწმუნდებით, მათ შორის მედიკოსები, რა თქმა უნდა, ისევ დავსვამთ საკითხს ბევრი შეზღუდვის მოხსნის შესახებ, მათ შორის სამუშაო საათებთან დაკავშირებით. მოდით, ჯერ შემოვიღოთ უსაფრთხოების ეს სტანდარტი, გარკვეულწილად გავამკაცროთ კონტროლი - რომ ნამდვილად ჯანმრთელი ადამიანები სტუმრობენ ზამთრის კურორტებს, რესტორნებს თუ სასტუმროებს. შემდეგ კი, თუ დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი კარგად მუშაობს, რასაკვირველია, გვექნება საფუძველი, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო შევამსუბუქოთ. დღეს ამის გაკეთება უბრალოდ, სწორი არ იქნება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. „კოვიდ-პასპორტების სისტემის სარესტორნე ბიზნესებზე გავრცელება იმედს მაძლევს, რომ მომავალში, როდესაც დავრწმუნდებით, ახალი სისტემა სწორად მუშაობს, სწორად მიმდინარეობს კონტროლი და არ ხდება მისთვის თავის არიდება, საშუალება გვექნება, რესტორნების სამუშაო საათებთან დაკავშირებული შეზღუდვები შევამსუბუქოთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი2"-ს ეთერში საუბრისას. ნათია თურნავას განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილება კოვიდ-პასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით საშუალებას იძლევა, რომ მომავალში ბიზნესს კიდევ უფრო მეტად შეუმსუბუქდეს არსებული შეზღუდვები. მინისტრის თქმით, ასეთ შემთხვევაში საათობრივი შეზღუდვა აზრს დაკარგავს, თუმცა, ეს არ მოხდება ერთდროულად. „ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ახალი სისტემა, რომელიც შემოგვაქვს, მართლაც მუშაობს და ყველა კეთილსინდისიერად იცავს მას. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან თავად ინდუსტრია იყო ძალიან მონდომებული. როდესაც ამაში დავრწმუნდებით, მათ შორის მედიკოსები, რა თქმა უნდა, ისევ დავსვამთ საკითხს ბევრი შეზღუდვის მოხსნის შესახებ, მათ შორის სამუშაო საათებთან დაკავშირებით. მოდით, ჯერ შემოვიღოთ უსაფრთხოების ეს სტანდარტი, გარკვეულწილად გავამკაცროთ კონტროლი - რომ ნამდვილად ჯანმრთელი ადამიანები სტუმრობენ ზამთრის კურორტებს, რესტორნებს თუ სასტუმროებს. შემდეგ კი, თუ დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი კარგად მუშაობს, რასაკვირველია, გვექნება საფუძველი, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო შევამსუბუქოთ. დღეს ამის გაკეთება უბრალოდ, სწორი არ იქნება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)