2021-11-08 09:35:04, 2115 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 250 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 250 მილიონს გადააჭარბა, – ინფორმაციას შესაბამისი პლატფორმა worldmatters-ი აქვეყნებს.
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 5 მილიონს აჭარბებს, ამასთანავე, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 227 მილიონამდეა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, მას ინდოეთი მოსდევს. მესამე ადგილს ბრაზილია იკავებს, რომელსაც გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოსდევენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,