2021-11-05 17:07:17, 735 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1637 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6490 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6512 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0022 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,