2021-10-13 01:22:47, 645 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს, მომდევნო კვირაში, ოფიციალური ვიზიტით აშშ–ის თავდაცვის მდივანი ეწვევა
საქართველოს, მომდევნო კვირაში, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ეწვევა. აღნიშნულის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
პენტაგონის პრესმდივანის თქმით, აშშ–ის თავდაცვის მდივანი ევროპაში მოემგზავრება და ვიზიტის ფარგლებში საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა.
ამასთანავე, როგორც პენტაგონის მდივანმა აღნიშნა, ლოიდ ოსტინი ოფიციალურ ვიზიტს ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალზე დაასრულებს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან