18:03 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-10 23:28:03, 729 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილის პირადი ექიმი - ჩვენ შეიძლება, პრეზიდენტი დავკარგოთ მე-2 ტურამდე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ციხეში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას სიარული და საუბარი უჭირს. 

"ჩვენ შეიძლება, პრეზიდენტი დავკარგოთ მე-2 ტურამდე... თუ თაფლი ან ვიტამინი ან რამე არ მიიღო, ჩვენი პრეზიდენტი 30-მდე კაი ხნით ადრე ცოცხალი არ იქნება", - თქვა მან ფორმულას გადაცემა დროებაში.

მისი განცხადებით, სააკაშვილს სისხლის იშვიათი დაავადება - თალასემია აქვს, ამ დროს შიმშილმა კი შეიძლება, მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

"სააკაშვილს აქვს სისხლის ძალიან იშვიათი დაავადება, თალასემია და ჟილბერის სინდრომი, რომელიც ადრეულ ასაკში იყო გამოვლენილი და შემდეგ დამტკიცებული ვაშინგტონში მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს. იქ გაიარა კონსულტაციები. თალასემია არის კეთილთვისებიანი დაავადება, მაგრამ გარკვეულ პირობებში შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძიმე შედეგები, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომაროებაა, როცა თალასემიის დროს ადამიანი შიმშილობს", - განაცხადა ექიმმა.

ყიფშიძის თქმით, მისი გადასაწყვეტი რომ იყოს, სააკაშვილს კლინიკაში დღესვე გადაიყვანდა.

ექიმი ყვება, რომ სააკაშვილი თაფლისა და წვენის მიღებაზეც უარს ამბობს მას შემდეგ, რაც მასზე თქვეს, რომ თითქოს საკვების მიღება დაიწყო და "კილოგრამობით თაფლს ჭამს".

"თაფლის ისტორია მოხდა დაახლოებით პარასკევს, მე რომ ვნახე. თვითონ ადმინისტრაციამ უთხრა, იქნებ თაფლიანი ჩაი დალიოო და ცოტა წვენიცო. ეს პრინციპში არ იყო ცუდი შეთავაზება, იმიტომ, რომ ცოტა გლუკოზა ეხმარება შიმშილობის დროს ადამიანს, მაგრამ მერე, როცა ტელევიზორი ჰქონდა და რამდენიმე გადაცემას უყურა, სადაც ლაპარაკობდნენ, რომ სააკაშვილი კილოგრამობით თაფლებს ჭამს და წვენებს სვამს, მოიშორა ყველაფერი, ახლა არც ერთი კოვზი თაფლი მის საკანში არ არის, არც წვენები. მხოლოდ წყალს იღებს", - თქვა ექიმმა.

სააკაშვილი მე-10 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics