18:03 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-09 19:13:02, 813 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - იძულებულები ვართ, მშვიდობიანად, მდუმარედ ვაჩვენოთ ხელისუფლებას ხალხის ძალა

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირებული დარღვევების გასაპროტესტებლად  და საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თამარ მესხის  გადადგომის მოთხოვნით, დღეს საღამოს 8 საათზე  ქალაქის ცენტრში  აქცია გაიმართება.  - ამის შესახებ გუშინ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ზუგდიდში, ენმ-ს  რეგიონული შტაბის წინ აქციის მონაწილეები 8 საათისთვის შეიკრიბებიან. როგორც ოპოზიიის წევრები ამბობენ, ისინი არ შეეგუეიან ხმების გაყალბების ფაქტს.

პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით შეიცვალა ფორმატი. მსვლელობა იქნება მდუმარე 

"იძულებულები ვართ, მშვიდობიანად, მდუმარედ ვაჩვენოთ ხელისუფლებას ხალხის ძალა, იმ ხელისუფლებას რომელიც განსაკუთრებით ამ ტრაგიკულ დღეებში თავს უფლებას აძლევდა და არჩევნების შედეგებს კი არ აყალბებდა, წერდა"  - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიამ ხმების გადათვლის შედეგად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი, მანუჩარ ფიფია დამარხებულად გამოაცხადა, მაშინ როდესაც ხმების დათვლამდე ის გამარჯვებული იყო პირველივე ტურში.

აღნიშნული ფაქტის შედეგად "ნაციონალურმა მოძრაობამ" გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics