18:04 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-08 20:33:47, 705 ნახვა

პოლიტიკა
ფლანგვის დეტექტორი - „ოცნებამ“ თბილისში „ფეისბუქ“ რეკლამაში 16-ჯერ მეტი დახარჯა ვიდრე ოპოზიციამ

2021 წლის სექტემბრის თვეში (4 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით) ამ კანდიდატებმა ფეისბუქზე რეკლამაში ათასობით დოლარი დახარჯეს, კერძოდ: ქართული ოცნების მაჟორიტარების სარეკლამო ხარჯებმა 16,076 დოლარი შეადგინა, ხოლო ოპოზიციის მაჟორიტარების საერთო ხარჯებმა 1,021 დოლარი.- აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

მათი ცნობით, საერთაშორის გამჭვირვალობის კვლევის თანახმად ამ არჩევნებზე მთლიანად სარეკლამო ხარჯებმა 6,705,488 ლარი შეადგინა, რომლის 79% ( 5.3 მლნ) ქართულმა ოცნებამ დახარჯა

"თბილისის 10 მაჟორიტარულ ოლქში ქართულ ოცნებას ყველგან თავისი კანდიდატი, ხოლო ოპოზიციის ნაწილს სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა პარტიიდან შერჩეული საერთო მაჟორიტარული კანდიდატები ჰყავდა.

2021 წლის სექტემბრის თვეში (4 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით) ამ კანდიდატებმა ფეისბუქზე რეკლამაში ათასობით დოლარი დახარჯეს, კერძოდ: ქართული ოცნების მაჟორიტარების სარეკლამო ხარჯებმა 16,076 დოლარი შეადგინა, ხოლო ოპოზიციის მაჟორიტარების საერთო ხარჯებმა 1,021 დოლარი.

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით თბილისის 9 ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვეს მმართველი პარტიის მაჟორიტარებმა და მხოლოდ საბურთალოს ოლქში გაიმართება მეორე ტური, სადაც ერთმანეთს ქართული ოცნებიდან ავთანდილ ცინცაძე, ხოლო ოპოზიციიდან ბორის ყურუა დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვეში ავთანდილ ცინცაძის ფეისბუქ რეკლამების ხარჯებმა 2,833 დოლარი შეადგინა, ხოლო ბორის ყურუას ხარჯებმა 100 დოლარი. ანუ მმართველი პარტიის კანდიდატმა მის ოპონენტზე 28-ჯერ მეტი დახარჯა მხოლოდ ფეისბუქ რეკლამაში.

საერთაშორის გამჭვირვალობის კვლევის თანახმად ამ არჩევნებზე მთლიანად სარეკლამო ხარჯებმა 6,705,488 ლარი შეადგინა, რომლის 79% ( 5.3 მლნ) ქართულმა ოცნებამ დახარჯა", - წერია ფლანგვის დეტექტორი ინფორმაციაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics