|
2021-10-08 15:58:37, 974 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - ზუგდიდში „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, გამარჯვებული დეპუტატი გამოცხადეს დამარცხებულად
არჩევნები ზუგდოდში, შანტაჟის, ძალადობის, სხვადასხვა სახის მუქარის. ე.წ კარუსლეების დატრიალების, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩველებისთვის ძალდატანებით პირადობის მოწმობების ჩამორთმევის უამრავი შემთხვევა, ადმინისტრაციული რესუსურსის უკანონო გამოყენების ფონზე ჩატარდა- ამის შესახებ „ნაციონალური მოძროაბის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ზუგდიდში, გამრთულსპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ამდენი უკანონობისა, ზუგდიდმა უარი უთხრა ოლიგარქს და ოლიგარქის ფულს და პირწმინდად დააამარცხა „ქართული ოცნება“ ზუგდიდში და ზუგდიდის რაიონში, მაგრამ ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, უკვე გამარჯვებული მაჟორიტარი, მანუჩარ ფიფია, დღეს დამრცხებულად გამოცხადა. "თქვენ მოგეხსეენებათ, როგორ ჩატარდა არჩევნები ზუგდიდში, შანტაჟი, ძალადობა, სხვადასხვა სახის მუქარა. ე.წ კარუსლეების დატრიალება, ე. წ მოკრიმინალო ელემენტების, მჭიდორ კავშირში მყოფი სუს-თან და ძალოვან უწყებებთან სირბლი წინ და უკნა, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩველებისთვის ძალდატანებით პირადობის მოწმობების ჩამორთმევის უამრავი შემთხვევა, ადმინისტრაციული რესუსურსის უკანონო გამოყენება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი აისახა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებში და თავდაც იხილეთ ტელევიზიების მეშვეობით, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა ზუგდიდმა უარი უთხრა ოლიგარქს და ოლიგარქის ფულს და პირწმინდად დააამარცხა „ქართული ოცნება“ ზუგდიდში და ზუგდიდის რაიონში . ამ ყველაფრის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ „ ჩაიდინა უმძიმესი დანაშული ვიდრე აქამდე ჩაუდენია მას საარჩევნო პროცსში. როდესაც ისინი დარწმუნდენ რომ „ნაციონალური მოძრობა“, ჯამურად ოპოზიცია, გაცილებით უფრო მეტ მანდატს ფლობს ზუგდიდის საკრებულოში და პირველივე ტურში „ნაციონალური მოძრაობა“ აკომპლექტებს უმრავლესობას ზუგდიდის საკრებულოში,შესაბამისად „ქართული ოცნება“, როგორც ასეთი აღარ არსებობს საკრბულოში უმრავლესობის სახით ადგნენ და პირველ ტურში გამარჯვბული მაჟორიტარი მანუჩარ ფიფია , გუშინ ღამე ქურდულად საარჩევნო ზონდერებმა ხელოვნურად პროცესი დაძრეს ხმის გადათვლისკენ , გადაითავლეს და პირველ ტურში გამარჯვებული დეპუტატი გამოცხადეს დამარცხებულად. წარმოუდგენელი რამ ჩაიდინეს, უბანზე, სადაც მანუჩარ ფიფიამ გამარჯვება მოიპოვა მის ოლქში, „ქართული ოცნების“ დამკირვბლებმა, რომელბიც უმრავლესობით არიან წარმოდგენილი საარჩევნო უბნებზე, 17 იყვნენ , თავის კომისიის წევრებიან დამკვირვებლებანად და ერთი საჩივარი არ დაუწერიათ 2 ოქტრომბერს. ვის შეეძლო მათ წინააღმდეგ წასულიყო, როცა გარეთ პროკურტურა, პოლიცია და კრიმინალები იყვნენ, მაგრამ მათაც კი აღიარეს, რომ გამარჯვება იყო მანუჩარ ფიფიასი. მაგრამ ამის შემდეგ ხდება საოცრება, მაშინ როცა მათ 2 ოქტომბერ ერთი საჩივარიც არ დაუწერით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის მამამ გასაჩივრა ხელოვნურად მანუჩარ ფიფიას ოლქი და აქედან გამომდინარე გუშინ ასე ქურდბაცაცულად დასხსდნენ და ჩაიდინეს უძიმესი დანაშუალი, კაცი, რომელიც გუშინ ამ დროს იყო გამარჯვებული დღეს გამოაცხადეს დამარცხბულად. არაფერი დალუქული არ აქვთ, რასაც უნდა ლუქს ხსნიან , რასაც უნდა ჭრიან და კერავენ მაგრამ მაინც ვერ აღაწევენ საწადელს მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც უმრავლესობაშია ოპოზიცია."- განაცხადა ნიკა მელიამ
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)