|
2021-10-02 22:01:51, 848 ნახვა
პოლიტიკა
შევნიშნეთ მცირე, უმნიშვნელო ხარვეზები - საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესი შეაფასეს
საერთაშორისო დამკვირვებლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო პროცესი შეაფასეს. ზოგადი სიტუაცია გახლდათ წყნარი და მშვიდი, დარღვევები არ იყო დაფიქსირებული, - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, სოციოლოგიურ-პოლიტიკური ინსტიტუტის წარმომადგენელმა რაიანს ტოჩილოვსკიმ განაცხადა. „დღეს მოგახსენებთ ჩვენს დაკვირვებებს, ზოგადი სიტუაცია გახლდათ წყნარი და მშვიდი, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საარჩევნო კომისიის წევრები კარგად იყვნენ მომზადებულნი, კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეგულაციებთან რეკომენდაციები იყო შესრულებული. დარღვევები არ იყო დაფიქსირებული. რაც შეეხება გარე რიგებს, რიგში მომლოდინე ხალხს, ისინი კარგად იყვნენ ორგანიზებულნი, შეიძლება ითქვას, რომ რეგულაციები და წესები იყო სათანადოდ აღსრულებული“, - განაცხადა ტოჩილოვსკიმ. მანვე დასძინა, რომ არჩევნებზე დაფიქსირდა მცირე, უმნიშვნელო ხარვეზები და მათ არანაირი ზეგავლენა არ ექნებათ შედეგებზე. „ჩვენ დავაკვირდით და შევნიშნეთ მცირე, უმნიშვნელო ხარვეზები და მათ არანაირი ზეგავლენა არ ექნებათ არჩევნების შედეგებსა და პროცესზე და ადამიანებთან საუბრიდან გამოჩნდა, რომ ფაქტობრივად, სრული პროცესი იყო გამართული“, - დასძინა საერთაშორისო დამკვირვებელმა. ლიეტუვის „თავისუფლებისა და სოლიდარობის ფონდის“ წარმომადგენელმა, ივან ბანდორისმა აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესი ძალიან კარგად იყო მომზადებული და მაღალი დონით შესრულებული. „მე მსურს ყურადღება გავამახვილო საარჩევნო პროცესის ორ ფაქტორზე. პირველი არის გამჭვირვალობა. ჩვენ შევძელით დაკვირვება გვეწარმოებინა 8-10 საარჩევნო და რაც შევნიშნე, იყო ის, რომ აქტივობა ყველა უბანზე იყო მაღალი. მქონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი იყო ძალიან გამჭვირვალედ განხორციელებული და არ არსებობდა სივრცე რაიმე შეცდომისა. შემდეგი ასპექტი იყო ყალბი იდენტობის ფაქტორი. შესასვლელთან დავაკვირდით იმ ფაქტს, რომ მოწმდებოდა პირადობის დამდასტურებელი საბუთი და აგრეთვე, გაყალბების თავიდან არიდების მიზნით, ყველა ამომრჩეველი გადიოდა მარკირების პროცესს. ასევე, ბიულეტენის გადაცემის თანავე ადამიანი გადიოდა რეგისტრაციას და მისი მოწმდებოდა მისი სურათიც. ამ სამი ასპექტით თავიდან ავირიდეთ რაიმე სახის გაყალბება. ჩვენ მოვინახულეთ ქალაქგარეთ მდებარე საარჩევნო უბნებიც და მსურს ხაზი გავუსვა, რომ საარჩევნო პროცესი იყო ძალიან კარგად მომზადებული და მაღალი დონით შესრულებული“, - განაცხადა ბანდორისმა. საერთაშორისო დამკვირვებელმა უკრაინიდან, ელენა იურკინა დაეთანხმა კოლეგებს და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესი მაღალ დონეზე იყო შესრულებული. მანვე დასძინა, რომ საარჩევნო უბნებზე შედიოდა მცირე სახის საჩივრები, თუმცა ეს მოდიოდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც გადასატანი ყუთით სარგებლობდნენ. „ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, საარჩევნო პროცესები იყო ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული. ატმოსფერო გახლდათ მშვიდი, არაკონფლიქტური. საარჩევნო უბნებზე საჩივარი არ იყო ამომრჩევლის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მცირე რაოდენობის საჩივრები იყო, მაგრამ ეს მიდიოდა იმ ადამიანებისგან, ვინც საარჩევნო უბნის მიღმა, სახლიდან მისცეს ხმა, რაც ამ ფაქტს ცალსახა განმარტებას უკეთებს. აგრეთვე, ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართულები საარჩევნო პროცესში. ეს არჩევნები გამოირჩევა ინოვაციებით და სიახლეების დანერგვით. პირველად გამოიყენეს ვიდეო ჩანაწერები რაც უკავშირდება ბიულეტენის საკითხს, ასევე ხმების დათვლის პროცესს და მხედველობა დაქვეითებულთათვის სპეციალური ქაღალდის გამოყენება. იმედი მაქვს ზემოაღნიშნული ზომები თვის წილს შეიტან ამ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხში“, - განაცხადა დამკვირვებელმა.
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)