21:19 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 21:22:04, 682 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია- დედაქალაქმა თავისი სიტყვა თქვა, ძალიან მალე თბილისს ეყოლება კოალიციური მმართველობა

დედაქალაქმა თქვა თავისი სიტყვა, ხალხი გამოვიდა და ქართული ოცნება დაამარცხა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, კოალიციამ დაამარცხა „ქართული ოცნება“ დედაქალაქში.  - ამის შესახებ მოძრაობა „დროას“ ლიდერმა და გაერთიანებული ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ, „იფსოსის“ ეგზიტპოლების გამოცხადების შედეგ განაცხადა.

როგორც ხოშტარია ამბობს, ახლა მთავარია  უახლოესი 2 საათის განმავლობაში დაიცვან ხმები.

„დედაქალაქმა თქვა თავისი სიტყვა, ხალხი გამოვიდა და ქართული ოცნება დაამარცხა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, კოალიციამ დაამარცხა „ქართული ოცნება“ დედაქალაქში.  რა თქმა უნდა ახლა ჩვენი ყველას ამოცანა არის, რომ დავიცვათ ხმები უახლოესი 2 საათის განმავლობაში.

წარმომიდგენია აღელვებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ამიტომ, ჩვენ ახლა ყველა უბანზე ვიცავთ ხმებს. ძალიან მალე თბილისს ეყოლება კოალიციური მმართველობა არ არსებობს ქართული ოცნების კვლევა, ის რასაც ამბობენ, ასე ცოტას რომ იწერენ, ნიშნავს, რომ მართლა მინუს ათია ალბათ რასაც იწერენ იმაზე, მსჯელობასაც არ ვაპირებ ოცნების კვლევებზე. „ედისონი" და „იფსოსი" ორი ობიექტური კვლევა ამყარებს, რომ სურათი არის ნათელი და თბილისი არის მოგებული, დედაქალაქის მოგება არის ქართული ოცნების დამარცხება.

ჩვენ ვნახეთ მობილიზებული თბილისი, ამან მოიტანა შედეგი ახლა რეგიონებშიც და თბილისშიც უნდა დავიცვათ ხმები, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეგიონებში ხალხს ეშინია ხოლმე კვლევებზე პასუხის გაცემა“, - განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics