2021-10-02 19:34:57, 659 ნახვა
პოლიტიკა
Ipsos-ის ეგზიტპოლით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 38,6% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 33%
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ 38,6%-ით ლიდერობს.
ეგზიტპოლის თანახმად, მეორე ადგილს „ნაციონალური მოძრაობა“ იკავებს 33%-ით, მესამეს კი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ 7,6%-ით.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
"გირჩი- მეტი თავისუფლება"- 4,8%
"ლელო" - 4%
"ხალხისთვის" - 2%
"გირჩი" - 1.6%
"მოქალაქეები" - 1.1. %
"ევროპული საქართველო" - 1%
"ლეიბორისტული პარტია" - 1%
ავტორი: ექსპრესნიუსი,