2021-10-02 20:05:46, 742 ნახვა
პოლიტიკა
„იმედის“ ეგზიტპოლით, კახა კალაძე 51.3%-ით ლიდერობს
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, თბილისის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი, კახა კალაძე, 51.3%-ით ლიდერობს.
ეგზიტპოლის თანახმად, მეორე ადგილს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, ნიკა მელია, 34.6 %-ით იკავებს, მესამე ადგილზე კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა, 5.6%-ით.
რაც შეეხება სხვა მერობის კანდიდატებს, მათი პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
გიორგი ლომია - 1%;
ანა ბიბილაშვილი - 2%;
რიჩარ ობუნუზუ - 0.6;
ანა დოლიძე - 3.1%;
სხვა კანდიდატი - 1.6%.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან