22:56 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-15 13:06:09, 343 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო

 

2021 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო.

 

საშემოდგომო სესიაზე 1600-მდე მაძიებელი გადის. აქედან 1005 დიმპლომერიბული მედიკოსია, რომლებიც გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ რეზიდენტურის გავლას შეძლებენ. 558 პირი კი - სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატს მიიღებს.

 

გამოცდები და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერაა ორგანიზებული. სააგენტოს დირექტორის მოადგილე კახა შალიკაძე განმარტავს, რომ საგამოცდო ბილეთი 200 ტესტისგან შედგება და მათზე მუშაობა მაძიებლებს სამი საათის განმავლობაში შეუძლიათ.

 

„დღევანდელი პანდემიის პირობებში, აუცილებელია ჩვენს ექიმებს ახალი ძალა და ენერგია შეემატოს, სწორედ ამიტომ დღეს ორმაგად მნიშვნელოვანია აღნიშნული გამოცდა. რეგულირების სააგენტო, წელიწადში ორჯერ ატარებს საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებს, რომელიც დიპლომირებულ მედიკოსებს წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აძლევს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას, ხოლო საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში რეზიდენტურაში სწავლის გაგრეძელების უფლებას. საგამოცდო პროცესი ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები პირველ ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება“, - განაცხადა კახა შალიკაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics