22:56 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 22:19:08, 511 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ მარშალ გელოვანის სახელობის ახლადრეაბილიტირებული პარკი დაათვალიერა

ვაკის რაიონში მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული პარკი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან  ერთად დაათვალიერა. - ამის შესახებ ინფრომაცის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე თქმით, კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ  პარკს და დაიცვან ის ვანდალიზმისგან.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის პროექტი დავასრულეთ. ეს სივრცე მთლიანად მოუწესრიგებელი იყო, პროექტის ფარგლებში კი სრულად განახლდა, მოწესრიგდა და გამწვანდა მოეწყო ბავშვებისთვის დასასვენებელი სივრცე, ატრაქციონები, განახლდა შადრევანი, რომელიც, ფაქტობრივად, განადგურებული იყო,  ახლა კი ხედავთ, როგორი ლამაზია, განსაკუთრებით, როდესაც ბინდდება  და  მხატვრული მინათებები ფერს იცვლის.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. ახლა მას სჭირდება  გაფრთხილება.  მოვლა-პატრონობაზე  პასუხისმგებლობას  ჩვენს თავზე ვიღებთ. ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ვანდალიზმის  ფაქტები მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

"პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები  6 000 კვ. მ ფართობზე ჩატარდა. პარკში განახლდა საბავშვო მოედანი და საფეხმავლო ბილიკი, შეიცვალა პანდუსები და განთავსდა საბაღე ფურნიტურა. ამასთან, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევანი, სარწყავი და განათების სისტემა. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტირდა არსებული შადრევანი და მის მიმდებარედ დამატებით გამწვანებული თარგებიც მოეწყო, შესაბამისად, მწვანე არეალის მოცულობაც გაიზრდა.

მარშალ გელოვანის სახელობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.

კახა კალაძესთან  ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები."- ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics