|
2021-09-14 18:24:49, 336 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - ძნელია, ემოციების გარეშე შეხვდე ამდენ ოლიმპიურ ვარსკვლავს, ჩვენს კანდიდატს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, გენო პეტრიაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს და ვაჟა მარგველაშვილს, დიდი მადლობა, ჩვენო საამაყო ჩემპიონებო
ძნელია, ემოციების გარეშე შეხვდე ამდენ ოლიმპიურ ვარსკვლავს. მივესალმოთ ჩვენს კანდიდატს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, გენო პეტრიაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს და ვაჟა მარგველაშვილს. დიდი მადლობა, ჩვენო საამაყო ვარსკვლავებო, ჩემპიონებო, - ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე. მთავრობის მეთაურმა გორის მცხოვრებლებს ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი არჩევნები გამოვიარეთ და ღირსეულად და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ახლა ვემზადებით, ბუნებრივია, მორიგი გამარჯვებისთვის და 2 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთხელ ძლიერად და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას" დღეს ალტერნატივა ქვეყანაში არ ჰყავს. ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგული ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის და ჩვენთვის არ არსებობს იმაზე დიდი მისია და ამოცანა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მსახურება. ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ და რეალურად, ქვეყანას მოვუტანეთ პროგრესი ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოებისა და ეკონომიკის განვითარება, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენს მოსახლეობას დიდი გასაჭირი აქვს. მთავარი გამოწვევაა სიღარიბე და უმუშევრობა და ყველანი ვმუშაობთ, რათა, რაც შეიძლება მალე დავძლიოთ აღნიშნული გამოწვევა. მთავრობას კარგად აქვს გააზრებული და ჩამოყალიბებული გვაქვს გეგმა და ხედვა, თუ როგორ განვავითაროთ კიდევ უფრო მეტად სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, განათლება, თუ როგორ გავხადოთ კიდევ უფრო ლამაზი და განვითარებული ჩვენი ქალაქები, სოფლები და როგორ დავაყენოთ ფეხზე ჩვენი რეგიონები. ამ მიზნით ჩვენ შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების ხედვა. გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმები, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს", - განაცხადა პრემიერმა.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)