|
2021-09-14 17:41:45, 2583 ნახვა
საზოგადოება
სუს-ის ჩანაწერები: მამაკაცთან სექსი აქვს 36 მღვდელს, მონაზონთან 23-ს, მათ შორის არიან პედოფილები
ინტერნეტში გავრცელებული ფაილებიდან, რომელმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა, ირკვევა, რომ სუს-ი ინტენსიურად აგროვებს ინფორმაციას სასულიერო პირების, ბერ-მონაზვნებისა და მათთან კავშირში მყოფი სამოქალაქო პირების პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე. მასალებში ერთ-ერთ სასულიერო პირზე წერია, რომ "ის შემჩნეულია პედოფილიაში" და დოკუმენტს თან ერთვის ინფორმაციის მიღებისას არასრულწლოვნების ფოტოები და პირადი მონაცემები. დოკუმენტებში ინფორმაციაა იმ სასულიერო პირებზეც, რომლებიც შემჩნეული იყვნენ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, შეძენა-შენახვა-რეალიზებაში. მათ შორის, ერთ-ერთი მღვდელმსახური "ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად მოიხმარდა სამების კელიაში" ფაილებში ასევე ვკითხულობთ, რომ "ოპერატიული მუშაობის პროცესში გამოვლინდა - 36 არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მღვდელმსახური, მანდილოსნებთან სექსუალურ ურთიერთობაში შემჩნეული 23 სასულიერო პირი (მათ შორის, მონაზვნები), 21 სასულიერო პირი, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს". კონკრეტული ფაილი, სადაც ეს დეტალებია აღწერილი, შემდეგნაირადაა დასათაურებული - "მრუშები". მასში 80-მდე კონკრეტულ პირზეა ინფორმაცია. მასალაში საუბარია ერთერთ მაღალიერარქზე, რომელზეც ვკითხულობთ, რომ "შემჩნეულია პედოფილიაში", "გარყვნილი შინაარსის სატელეფონო მიმოწერის გახმაურების გამო შეექმნა პრობლემები", "შეინიშნებოდა ინტიმური კავშირის დამყარების სურვილი არასრულწლოვანთან". ამ სასულიერო პირის მიმართ მსგავსი შინაარსის ბრალდებები წარსულში მედიაშიც არაერთხელ გაშუქებულა. გარდა ამისა, სუს-ის ფაილში საუბარია ერთერთი მართლმადიდებლური სკოლის თანამშრომელ მღვდელზე, რომელზეც ვკითხულობთ, რომ შემჩნეულია არასრულწლოვან გოგოებთან გარყვნილი ქმედების მცდელობაში. კერძოდ, "ეპარქიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინტიმური შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა". ფაილში დასახელებულია ბავშვების ვინაობა და პერსონალური მონაცემებიც. გარდა ამისა, მაგალითად, აღწერილია, როგორ ცდილობს ესა თუ ის სასულირო პირი ინტიმური კავშირი დაამყაროს მონაზონთან, თუმცა "იღუმენია თავს იკავებს". ასევე, საუბარია იმაზეც, როგორ "გააკეთებინა აბორტი" მღვდელმა სამოქალაქო პირს, რასაც სუსი ასე წერს: "ირიბად სჩანს, რომ მისგან ორსულად იყო". ვებ-გვერდზე, რომელზეც ფარული დოკუმენტები იყო ატვირთული, საქართველოდან პირდაპირი წვდომა შეიზღუდა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)