|
2021-09-14 14:23:54, 411 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების 300 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან დღემდე, წიაღის უკანონო მოპოვების 300 ფაქტი გამოავლინეს, მათგან 32 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. -ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, სამართალდარღვევებიდან 173 ფაქტი ფიზიკური პირების მიერაა ჩადენილი. 127 შემთხვევაში კი, წიაღი უკანონოდ იურიდიული პირების მიერ იქნა მოპოვებული. უკანონოდ მოპოვებული რესურსის დიდი წილი ქვიშა-ხრეშია - მიმდინარე წელს, სამართალდამრღვევებმა, უკანონოდ, ჯამში 3 759 138 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში მოიპოვეს. ასევე მოპოვებულია 7 217 კუბური მეტრის ოდენობის კვარცის ქვიშა, 5 260 კუბური მეტრი საღორღე ნედლეული, 647 კუბური მეტრი სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა) და სხვა. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, წიაღის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი - 85 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში. აჭარაში გამოვლენილია - 69 სამართალდარღვევა. კახეთში - 28 ფაქტი დაფიქსირდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 27, ქვემო ქართლში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 21, შიდა ქართლში - 17, გურიაში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 9, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 8 სამართალდარღვევაა გამოვლენილი. თბილისში კი, წიაღის უკანონო მოპოვების ერთი ფაქტი გამოვლინდა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. დედაქალაქში, იურიდიულმა პირმა, უკანონოდ 4 659 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში მოიპოვა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. იმ ფაქტების მასალები კი, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.“-ნათქვამია განცხადებაში.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)