23:12 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-13 14:27:38, 411 ნახვა

საზოგადოება
წავკისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, რეაბილიტაცია  წავკისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩას ჩაუტარდა.

მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში,  საგზაო ინფრასტრუქტურა 6 500 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდა. ქუჩაზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყო ბორდიური და სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, რომლის არარსებობაც, უხვი ნალექის დროს საგზაო მოძრაობას და მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას აფერხებდა. 

საგზაო სამუშაოები კომპანია „პარმამ“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 850 000 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics