|
2021-09-11 18:29:14, 800 ნახვა
მსოფლიო
გაეროს ბირთვული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ამ კვირაში თეირანში მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება
გაეროს ბირთვული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ამ კვირაში გაემგზავრება თეირანში მოლაპარაკებებისთვის, რომელმაც შეიძლება შეამსუბუქოს დაპირისპირება ირანსა და დასავლეთს შორის.-ინფორმაციას “Reuters”-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სამმა დიპლომატმა, რომლებიც მჭიდროდ ადევნებენ თვალს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, განუცხადეს რომ გროსიმ მოგზაურობა დაასრულებს მომავალ კვირას საერთაშორიოს ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) 35 – კაციანი მმართველთა საბჭოს შეხვედრამდე. მათივე ცნობით, ის კვირას ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელს, მოჰამედ ესლამის შეხვდება. IAEA- მ და ირანის წარმომადგენელმა სააგენტოში მოგვიანებით დაადასტურეს აღნიშნული ინფორმაცია. "გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი შეხვდება ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს და AEOI- ს ხელმძღვანელს, მოჰამედ ესლამის კვირას თეირანში",-ნათქვამი საერთაშორის ატომური ენერგიის სააგენტოს განცხადებაში. IAEA– მა წევრ ქვეყნებს განუცხადა,რომ აუცილებელია აღდეს სასწრაფო წვდომა მონიტორინგის ზოგიერთ მოწყობილობაზე, რათა სააგენტომ გააგრძელოს ირანის ბირთვული პროგრამის ნაწილების თვალყურის დევნება. როგორც ეს გათვალისწინებულია 2015 წლის გარიგებით. 2015 წლის ირანისა და დასავლეთის ძალების შეთანხმების თანახმად, თეირანი დათანხმდა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული საქმიანობის შეზღუდვას.
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)